ანდრეი შევჩენკო ბოლო რამდენიმე ათწლეულის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია და მისი მოსაზრება ნებისმიერ საფეხბურთო საკითხზე ყოველთვის ანგარიშგასაწევია.
რამდენიმე დღის წინ შევჩენკომ ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ ინტერნეტარხ DAZN-ს. ჟურნალისტმა ახლა უკვე უკრაინის ნაკრების დამეიგებელს სთხოვა, მისი დროის „მილანის“ საუკეთესო შემადგენლობა დაესახელებინა.
შევჩენკოს რჩეული თერთმეტეული (4-4-2) ასე გამოიყურება:
დიდა – კაფუ, ნესტა, კოსტაკურტა, მალდინი – გატუზო, პირლო, კაკა, ზეედორფი – შევჩენკო, ინძაგი.
შევჩენკომ თავისი ოცნების „მილანისთვის“ იდეალურ მწვრთნელად კარლო ანჩელოტი მიიჩნია.