მადრიდის „რეალმა“ ფაქტობრივად შეათანხმა ახალი კონტრაქტი „ადიდასთან“, რომლის მიხედვითაც წლიურად გარანტირებულ 120 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ჩემპიონთა ლიგის ან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში 30 მილიონი დაემატება.
დაახლოებით ასეთივე კონტრაქტი აქვს „ბარსელონას“ „ნაიკთან“, თუმცა იქ გარანტირებული თანხა 102 მილიონი ევროა, ბონუსი კი 50 მილიონი.
ერთი შეხედვით, მადრიდელთა კონტრაქტი უფრო მსუყეა, მაგრამ არის დაბრკოლებაც: „რეალის“ ფორვარდ ვინიციუსს და როდრიგოს „ნაიკთან“ პირადი კონტრაქტი აკავშირებთ, ისევე როგორც ფლორენტინო პერესის ორ მთავარ სატრანსფერო სამიზნეს – ედენ აზარსა და კილიენ მბაპეს.