9 მარტს „სიტიმ“ რაჰიმ სტერლინგის ჰეთ-თრიქით „უოტფორდს“ მოუგო, თუმცა განმეორებაზე აშკარად ჩანდა, რომ პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანა. თანამსაჯმა ალამიც კი ააფრიალა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა გოლი ჩათვალა.

ნამატჩევს გვარდიოლამ ბოდიში მოიხადა: „ბოდიშს ვიხდი, თუ თამაშგარე იყო. ჩვენ მომხრე ვიყავით, პრემიერლიგაში წელსვე შემოგვეღო VAR სისტემა, მაგრამ სხვა კლუბებმა დაბლოკეს“.

გავიდა ერთი კვირა და „სიტი“ სათასო მატჩში „სუონსის“ შეხვდა. ტაიმი გვარდიოლას გუნდმა 0:2 დათმო, მაგრამ მაინც 3:2 მოიგო. მესამე გოლი ბერნარდო სილვას პასით აგუერომ 88-ე წუთზე აშკარა თამაშგარედან გაიტანა და გვარდიოლამ ისევ მოიბოდიშა: „მე არ მიყვარს ასე მოგება. ბოდიშს გიხდით“.

და აგერ, წინა უქმეებზე: „სიტიმ“ მოუგო „კრისტალ პალასს“, მაგრამ ბოლო გოლი გაბრიელ ჟეზუსმა კევინ დე ბრუინის პასით თამაშგარედან გაიტანა.

მეტისმეტი ხომ არ არის ერთ თვეში სამი ნაჩუქარი გოლი? ან ამით „ლივერპულს“ რა შეღავათი?!

წილი
წინა სტატიააზარს შუაში რა უნდა?
შემდეგი სტატიაბასილას როლექსი გაუჩერეს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".