ხელბურთელ ვაჟთა ჩემპიონატის კვალდაკვალ დასრულთა საქართველოს ქალთა პირველობის რეგულარული სეზონიც. ნახევარფინალში გავიდნენ და ასე დაწყვილდნენ: „ყვარელი”-„ფოთი”, თბილისის „ქარიშხალა”-„სამტრედია”.
ბოლო ტურში „აჭარამ” „პეგასთან” წააგო და ოთხეულში თამაშის შანსი დაკარგა. ბოლო ორი ადგილი „მამულმა” და „წყალტუბომ” დაიკავეს.
ნახევარფინალები 22 მაისს გაიმართება; ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის — 23 მაისს.