დღე: აპრილი 5, 2019

Home 2019 აპრილი 05 (პარასკევი)
არ გაეჯიბრო ჯორდანს
ჩანაწერი

არ გაეჯიბრო ჯორდანს

ვარსკვლავებს მხოლოდ ქულები და საჩემპიონო ბრილიანტები არ ქმნიან. ვარსკვლავს ქარიზმაც ქმნის, რომელიც არც ერთ ვალუტაში არ იზომება… ლებრონ ჯეიმსს ლამის NBA-ში გამოჩენისთანავე ეძახა მედიამ, მეორე ჯორდანიაო. რაც მართალია, მართალია – ლებრონი თანამედროვეობის უდიადესია, მაგრამ სიტყვაძუნწ მაიკლთან ყველაფერში გატოლების სურვილს ხშირად უკუშედეგი მოაქვს. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს მაიკლ ჯორდანის მონაწილეობით გადაღებული ნახევრად მულტიპლიკაციური ფილმი „კოსმოსური ჯემი“....

მატერაცი ნაგვის მოედანზე
ჩანაწერი

მატერაცი ნაგვის მოედანზე

სოჭში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აშენებულ სტადიონ „ფიშს“ ნამდვილად არაფერი დაეწუნება და ახლა კიდევ ერთი პლუსი დაემატა. ჩემპიონატის მსვლელობისას ვოლონტიორებმა ტრიბუნებზე დატოვებული ნაგავი შეაგროვეს და 50 ათასზე მეტი პლასტიკის ერთჯერადი ჭიქა ნაგვის უტილიზაციის ქარხანას სპეციალური პროგრამით ჩაბარდა. შედეგად, ქარხანამ ნაგავი გადაამუშავა, მისგან სინთეტიკური ბოჭკო, შემდგომ კი ხელოვნური საფეხბურთო საფარი შექმნა. პირველი შეხვედრა ქათქათა საფარზე და წითელი ბურთით უკვე...

რაულ მადრიდი ემზადება
ჩანაწერი

რაულ მადრიდი ემზადება

„რეალის” ლეგენდა რაული მწვრთნელის კარიერისთვის ემზადება და მადრიდელთა ასაკობრივ ჯგუფებთან უკვე წარმატებებსაც აღწევს. შარშან, 2001 წლის „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მეორე ადგილის მფლობელმა (პირველზე მაიკლ ოუენი გავიდა) იმ სამწვრთნელო კურსებზე იარა, რომელზეც ამბობდნენ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ვარსკვლავური იყოო. უეფას A და B ლიცენზიების მისაღებად ამ კურსებზე რაულის გარდა სწავლობდნენ ვიქტორ ვალდესი, ჩაბი ალონსო, ჩავი, ხოან კაპდევილია,...

შეხედეთ და ისწავლეთ: მესი ბუცებს წმენდს!
ჩანაწერი

შეხედეთ და ისწავლეთ: მესი ბუცებს წმენდს!

The Times-ის მიმომხილველმა ჰენრი ვინტერმა საინტერესო წერილი მიუძღვნა „მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელშიც ქერინგტონის საწვრთნელი ბაზიდან ყურადსაღები მაგალითები მოიტანა. ქერინგტონში „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გუნდის გარდა, ინგლისური გრანდის ახალგაზრდებიც ვარჯიშობენ და შესაბამისად, პედაგოგიურ მხარეს დიდი ყურადღება ეთმობა. ვინტერმა ყურადღება მიაქცია, რომ „იუნაიტედის” აკადემიის გასახდელში გამოკრულია ლეო მესის ფოტო, სადაც ის თავის ბუცებს წმენდს. ეს სურათი 2016 წელს „აპტონ...

ერერა ქერის ორმოში
ჩანაწერი

ერერა ქერის ორმოში

მართლაც უჩვეულო ლოგიკით ცხოვრობს თანამედროვე საფეხბურთო სამყარო. მოვლენებს ხშირად ისეთი ფაქტორები განაპირობებს, ბურთის გორებასთან პირდაპირი კავშირი რომ არ აქვს. ასე მაგალითად, თუ ესპანელი ფეხბურთელი ანდერ ერერა ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „პარი სენ ჟერმენში” გადავა, მას დაენიშნება კვირაში 200 000 გირვანქის (233 ევროს) ტოლი ხელფასი და ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოთამაშე გახდება. ერერას ოსტატობის კითხვის...

რეგულარული დამთავრდა
ჩანაწერი

რეგულარული დამთავრდა

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს რეგულარული ჩემპიონატი ხელბურთში. გაირკვა ფინალური ოთხეული. ცხრილი საბოლოოდ დალაგდა. ბოლო ტურის მთავარ შეხვედრაში „პეგასმა” დაძაბულ შეხვედრაში მოუგო „ქუთაისს” 28:26. თბილისელებს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდათ, ქუთაისელებს კი მარცხენა გარემარბი უჩა გამზარდია აკლდათ. ამ შეხვედრაში გუნდებს შორის მაქსიმალური სხვაობა სამქულიანი იყო და პირველად ის დასაწყისშივე დაფიქსირდა, როდესაც „ქუთაისი” 3:0 დაწინაურდა. შემდეგ, 22-ე წუთამდე...

ტინსაიდელი ცინიკოსები
ჩანაწერი

ტინსაიდელი ცინიკოსები

ესენი ვინა ყოფილან? მთელი ნიუკასლი, მთელი საჯორდეთი ფეხზე დგას. ხალხს გუნდის აღზევება ევალება და თურმე რეებს ლაპარაკობენ? კლუბის ოდინდელ თავმჯდომარეს სერ ჯონ ჰოლს ვაჟიშვილი ვერ გამოდგომია. საქმე კი იმაშია, რომ ინგლისურმა ტაბლოიდებმა, კრეძოდ კი „უორლდ ონ სანდიმ“ ნუიკასლ იუნაიტედის“ ორი თავკაცი, თავმჯდომარე ფრედი შეფერდის და დირექტორ დუგლას ჰოლის ამბავი მოჰფინა ქვეყანას. ესენი ვინა ყოფილანო, კითხულობს...