
„შენი ცოლი პირსახოცია, შენ თვითონ კი ვირთხა, რომელიც ყოველთვის იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან“. მაკგრეგორმა ტექსტს ჰაბიბის ქორწილის ფოტოები დაურთო.
კონორის ეს პასუხი ჰაბიბის ნათქვამს მოჰყვა: „მაკგრეგორი იმ ცოლს ჰგავს, სულ რომ წასვლით იმუქრება და მაინც არ მიდისო“.
ახლა არ იკითხოთ, ჰაბიბის ეს განცხადება რას მოყვაო – ბუნებრივია, კინორის მიერ კიდევ უფრო ადრე ნათქვამს, რინგიდან მივდივარო...
ადრე უკვე იყო, მაკგრეგორმა წასვლა რომ დააანონსა და მაინც დარჩა UFC-ში. ახლაც ისეთი სუნი ტრიალებს, მხარეები ერთურთის ლანძღვით მხოლოდ ფსონს ზრდიან და ერთ მშვენიერ დღეს მაკგრეგორი რინგს ისევ მიუბრუნდება და იქვე ნურმაგომედოვი დახვდება…