ბათუმი წინ მიიწევს

Home სიახლეები ბათუმი წინ მიიწევს
ბათუმი წინ მიიწევს

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის ბოლო, ოთხდღიანი ტური დაიწყო. გაირკვევა ფინალური ოთხეული, რომელიც მაისში ჩემპიონის ტიტულს გაათამაშებს.

პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ „გორს” 61:36 მოუგო და თუ ხვალ „პეგასსაც” აჯობებს, რეგულარული ჩემპიონატში პირველ ადგილს ვეღარავინ შეეცილება.

თელავის „სტუ-იმედისა” და წყალტუბოს „პრომეთეს” შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მატჩის მსვლელობისას ბევრჯერ გათანაბრდა ანგარიში, თუმცა საბოლოოდ თელაველებმა 25:24 მოიგეს.

„ქუთაისმა” „სპორტის უნივერსიტეტს” 46:38 მოუგო, „პეგასმა” კი 38:22 სძლია „სამტრედიას”.

ხვალ, დღის და ტურის მთავარი მატჩი  BSB vs „პეგასი” 16 საათზე დაიწყება.