ლევან კუტალიამ საბურთალოს ჰეთ თრიქი გაუტანა                                                                                        ბადრი კეთილაძის ფოტო

პირველი ჰეთ თრიქი

კვირა საღამოს ტურის მთავარი მატჩი გაიმართა. „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. მოხდენიათ დინამოელებს სანაკრებო პაუზა, აი, საბურთალოელებს კი აღებული ტემპი გაუცუდდათ, მათ ხომ აქამდე ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ მიმდინარე ჩემპიონატში.

შეხვედრა კი ერთობ საინტერესო გამოდგა. სტუმარი საბურთალოელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ დინამოელებმა მაინც გამონახეს ძალები და მოიგეს. სამი გოლი გაიტანა ზაფხულში „ტორპედოდან“ „დინამოში“ გადაბარგებულმა ლევან კუტალიამ. ეს პირველი ჰეთ თრიქი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

„საბურთალომ“ პირველად წააგო და შარშანდელი მიღწევა ვეღარ გააუმჯობესა. მაშინაც გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა 4 მოგებით დაიწყეს, მაგრამ მე-5 ტურში ასევე თბილისურ „ლოკომოტივთან“ დამარცხდნენ.

ჩიხურამ სიონი თბილისში გაანადგურა                                                     ფოტო სიონის ფეისბუქგვერდიდან

სპანდერაშვილის 50-ე

„დილამ“ სეზონში პირველად გაიმარჯვა. „ლოკომოტივს“ 3:1 მოუგო. ანგარიში  მე-18 წუთზე გორელმა ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა. ეს 50-ე გოლი გამოდგა მიმდინარე სეზონში.

7 წუთში გურამ გოშთელიანმა ანგარიში გააორა. ეს გოშთელიანის პირველი თამაში და პირველი გოლი გახლდათ „დილას“ მაისურით. მოგეხსენებათ, გურამი „საბურთალოდან“ შიდაქართლურ კლუბში რამდენიმე დღის წინათ გადავიდა.

საჩხერული რისხვა

პირველად გაიმარჯვა „ჩიხურამაც“. თანაც როგორ, მეორეადგილოსანი „სიონი“ 5:0 გაანადგურა. მოკლედ, აქამდე დაგოვილი რისხვა ზემოიმერლებმა ქვემოქართლელებს დაატეხეს. ორჯერ გამოიჩინა თავი მიშიკო სარდალიშვილმა. ეს სეზონის მე-4 დუბლი გახლდათ.

ამავე შეხვედრაში დაფიქსიდა სეზონის მეორე ავოგოლიც. ბოლნისელმა ვილი ისიანმა საკუთარ კარში 34-ე წუთზე შეაგდო.

ჩიხურა 5:0 სიონი, დილა 3:1 ლოკომოტივი, ვიტ ჯორჯია 0:1 ბათუმი, ტორპედო 2:0 რუსთავი, დინამო 4:2 საბურთალო

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მე-6 ტური

2 აპრილი: ლოკომოტივი – ვიტ ჯორჯია, ბათუმი – ჩიხურა

3 აპრილი: ტორპედო – დინამო, რუსთავი – სიონი, საბურთალო – დილა

მეგოლეები: ოგნიენ როლოვიჩი (საბურთალო), მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა), ლევან კუტალია (დინამო) – 4, ლევან შენგელია (დინამო), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო) – 3