
– დღემდე აქტიურად ხართ ჩართული ჭიდაობაში. ბოლოს და ბოლოს, დავით გობეჯიშვილის დარი მოწაფით ბევრი ვერ დაიტრაბახებს…
– დათო გობეჯიშვილი და გიორგი მაკასარაშვილი ჩემი საუკეთესო მოწაფეები არიან. დღესაც ვგრძნობ ენერგიას და ემოციას, რომ ერთი-ორი კარგი ბიჭი კიდევ დავაკვალიანო. – ჭიდაობის ფედერაციაში სკანდალური გარჩევების შესახებ შეგიძლიათ რამის თქმა? – რა თქმა უნდა, ვიცი. გეგა კარგი ბიჭია და კარგი ხელმძღვანელიც. მამამისი ჩემი მეგობარია. გეგა ცოტა ფიცხი და ემოციური კაცია, მაგრამ მოინანია ის შეცდომა. რამდენჯერმე ვთხოვე დათუნაშვილს, აპატიე და არ წახვიდე საზღვარგარეთ მეთქი. გაჯიუტდა ცოტა. ეტყობა, თავმოყვარეობის მომენტი აწუხებს. მაინც იმედია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. – დაგვრჩა რამე უთქმელი? – არაფერი, მადლობის გარდა. „სარბიელს“ მადლობა გულისხმიერებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. თბილისის საპატიო მოქალაქე ვარ და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი. ყურადღების და სიყვარულის ნაკლებობას არ ვუჩივი. არც თავად მომწყენია ჯერ იგივეს გაცემა…
P.S. სარბიელი ულოცავს ბატონ გურამ საღარაძეს 80 წლის იუბილეს. წარმატებას, ჯანის სიმრთელესა და სულის სიმხნევეს უსურვებს