„აი, რატომ შემიძინა „იუვენტუსსმა”! მე მას ამგვარი ჯადოსნური საღამოების მოწყობაში უნდა დავეხმარო. ჩვენ საგანგებო ღამე გვჭირდებოდა და ინებეთ! ის ჯადოსნურია არა მარტო ჩემი გოლების, არამედ მთელი გუნდის თამაშის გამო”, — თქვა კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოს” კარში სამი გოლის გოლის გატანის შემდეგ.
„ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში „იუვენტუსს” 2:0 მოუგო, მაგრამ საპასუხო მატჩი „ბებერი ქალბატონის” სრული უპირატესობით ჩატარდა — 3:0.
პირველ შეხვედრაში, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” იყო ასეთი მომენტი: როდესაც ხოსე მარია ხიმენესმა ანგარიში გახსნა, „ატლეტიკოს” მწვრთნელი დიეგო სიმეონე ტრიბუნისკენ მიტრიალდა და საკუთარი გენიტალიები ჩაბღუჯა. თამაშის მერე არგენტინელს ჰკითხეს, რატომ გააკეთა ასე, ამით ტურინელების შეურაცხყოფა ხომ არ ჰქონდა ჩაფიქრებული, რაზეც ჩოლომ უპასუხა, არა, უბრალოდ გულშემატკივარს ვაჩვენე რომ ყვერებიანი ბიჭები ვართო.
შესაძლოა, არგენტინულ სუბკულტურაში ეს უხამსი ჟესტი მართლა ამას ნიშნავდეს, მაგრამ დანარჩენმა მსოფლიომ, ყოველ შემთხვევაში უმეტესობამ, მაინც სხვანაირად გაიგო. მათთვის ეს ნიშნავდა: მე თქვენ გაგაუპატიურეთ! შესაბამისი გამოდგა რეაქციაც. რონალდუმ თამაშის დასრულების შემდეგ სიმეონეს ჟესტი არ შეარჩინა და ზღვარგადასული ზეიმით გასცა გასცა პასუხი. ალბათ დასჯიან.