-აქ ვერ შემოხვალთ, უნდა გაბრუნდეთ!
-ხუმრობთ, ეს ჩემი ქალაქია…
-გთხოვთ გაბრუნდეთ, ვერ შეგიშვებთ…
-თქვენი დედაც და ამ წყეული ინგლისელებისაც…
ეს ერთი შეხედვითაც არცთუ უწყინარი დიალოგი მიუნხენის ცენტრში მარიამ პლაცზე შედგა, ინგლისელებით ანექსირებულ ბარს “ბაიერნის” კეპიანი კაცი მიადგა, დაცვა კი მკაცრი ინსტრუქციით დახვდა… ოციოდ მაგიდიან ბარს ორასამდე სქაუზერი შესევია, გერმანული ლუდით. 
ხასიათმოცემულთ წამითაც არ ეპარებათ ეჭვი “ლივერპულის” გამარჯვებაში… ქეით ოკონორი ირლანდიის სამხრეთიდან, კორკიდანაა და ორიოდე წლის წინ, ფეხბურთის ელემენტარული წესებიც კი არ იცოდა, მაგრამ, დაოჯახებამ ყველაფერი შეცვალა – ფილი ცხოვრობს “ლივერპულით”, მე – ფილით, ანუ ჩვენ “ლივერპულით” – მიაჩნია ქეითს. სქაუზერების დისლოკაციის ადგილი მარიამ პლაცზეა, ბარს უჩვეულო ვითარებაში მივადექით: რიქშით – ორივე ფეხმოტეხილი დევიდ ბარტონი რომ გადაადგილდებოდა… – სამთო კურორტზე ავილეწე, კოჭებში ვარ გადამტვრეული, მაგრამ ეს ვერ შემაჩერებდა, რა თქმა უნდა აქ ვარ – მე ვსუნთქავ “ლივერპულით”, მითხრა დევიდმა, მერე კი, მარიამ პლაცზე ინგლისელები გათენებამდე გულმოდგინედ არღვევდნენ მოწესრიგებული გერმანელების სიმშვიდეს…
კობა ინასარიძე მიუნხენიდან
წილი
წინა სტატიავინ დაბლოკა მოურინიუ
შემდეგი სტატიაპრემიერლიგა uber alles
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.