რომელუ ლუკაკუ თანაგუნდელ პოლ პოგბას წაჩხუბებია. კონფლიქტის მიზეზი: შაბათს „საუთჰემპტონთან” შეხვედრაში პოგბამ ლუკაკუს პენალტი არ დაარტყმევინა, თავად მიიჭრა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან და… ვერ შეაგდო.

არადა, ლუკაკუსთვის რომ დაეთმო და ბელგიელს გაეტანა, ის ჰეთ-თრიკის ავტორი გახდებოდა.

გამწარებულ ლუკაკუს პოგბასთვის უთქვამს, ხომ არ დაგავიწყდა, ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს შენი საქმე ცუდად რომ მიდიოდა, გვერდში როგორ გედექიო.

შეგახსენებთ: შაბათის შეხვედრაში, როდესაც „საუთჰემპტონის” კარში პენალტი დაინიშნა, ანგარიში 3:2 იყო მანკუნიანელთა სასარგებლოდ და მათი სამი გოლიდან ორი ლუკაკუს ჰქოდა შეგდებული.

როგორც ირკვევა ბელგიელი და ფრანგი მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს დაუშოშმინებია. იმასაც წერენ, რომ პოგბა და ლუკაკუ ახლო მეგორბები არიან.

მე რომ შენს ადგილზე ვყოფილიყავი, პენალტს აუცილებლად დაგარტყმევინებდიო, უთქვამს ლუკაკუს. ამაზე პოგბას უპასუხია, ამ გუნდში პენალტისტი მე ვარ და ამჯერადაც სრული უფლება მქონდა დამეტყაო.

შემდეგ, ლუკაკუს 29 დეკებრის ტური გაუხსენებია, როდესაც ლივერპულელმა მო სალაჰმა (თვით მო სალაჰმა, რომლის თამაში გინდ ისე თქვი და გინდ ასე, საბოლოოდ მაინც გოლებთ ფასდება) რობერტო ფირმინოს დაუთმო ადგილი თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან.

მოკლედ, მანჩესტერელებს ფიცხი კამათი გამოსვლიათ.

ერთადერთი, რაც ამ ისტორიაში გაუგებარია, ისაა, ბელგიელი და ფრანგი ერთმანეთში მშობლიურ ფრანგულზე რატომ არ კამათობდნენ. ან თუ ფრანგულად ჩხუბობდნენ, დანარჩენებს ვინ უთარგმნიდა.

ალბათ, თავიდან ფრანგულად დაიწყეს და მერე გადავიდნენ ინგლისურზე, როდესაც სხვებმა დაუწყეს, დაწყნერდით, რა გაჩხუბებთო.

თუმცა ამ დეტალს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ანდა, შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედის” გასახდელში მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკია ნებადართული.