საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატში დასრულდა რეგულარული სეზონის მეორე წრე. ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს რვავე გუნდი შეეჯიბრა — როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან.

ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ, რაც აბრევიატურაა და ქართულად შავი ზღვის ბიჭებს ნიშნავს, თბილისური ერთიანი ტურის ოთხივე შეხვედრა მოიგო. ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, ბათუმელებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა თბილისის „პეგასმა” გაუწია: 32:29.

14 ტურის შემდეგ „პეგასი” და „ქუთაისი” 22 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, თუმცა გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო ცხრილში მეორენი რიონისპირელები არიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და „პეგასმა” „ქუთაისს” 35:28 მოუგო.

გოლები
BSB ბათუმი 14 13 0 1 600-389 26
ქუთაისი 14 11 0 3 576-410 22
პეგასი 14 11 0 3 574-419 22
იმედი-სტუ თელავი 14 9 0 5 481-417 18
გორი 14 5 0 9 501-596 10
სპორტუნი 14 3 1 10 451-615 7
სამტრედია 14 1 2 11 387-519 4
წყალტუბო 14 1 1 12 348-553 3