„ტოტენჰემ ჰოთსპურის” არგენტინელი თავკაცი, მაურისიო პიჩეტინიო ბოლოს და ბოლოს წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. საინტერესოა, რომ პეჩეტინიომ ჯილდო მოიგო ისე, რომ მის გუნდს არც ჩემპიონთა ლიგაში გაუმარჯვია, არც პრემიერლიგის ჩემპიონი გამხდარა და არც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი აღუმართავს.
ლონდონში, „ბეთერსი ევოლუშენში” გამართულ მეხუთე ყოველწლიურ ცერემონიალზე პოჩეტინიოს პრიზი მისმა თანამემამულემ, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ლეგენდამ ოსვალდო არდილესმა გადასცა. ჯილდოს მიღებისას მწვრთნელმა იხუმრა: „როგორც იქნა რაღაც ტიტული მოვიგე”.
მაურისიო პოჩეტინიოს ჩამორჩნენ: მაურიციო სარი („ჩელსი”), ლი ბოიერი („ჩარლტონი”), ხავი გარსია („უოტფორდი”) და ჯო მონტემურო (ქალთა „არსენალი”).
ამასწინათ პოჩეტინიომ განაცხადა, რომ თასები, ტიტულები და ჯილდოები მხოლოდ და მხოლოს ეგოს დასაწყნარებელი საშუალებაა. კერძოდ, მან თქვა:
„არ ცხრება კამათი იმის შესახებ, ნიშნავს თუ არა ჯილდოს მოგება გუნდის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას. ვფიქრობ, რომ არ იწვევს. ის უბრალოდ თავმოყვარეობას აკმაყოფილებს. „ტოტენჰემისთვის” ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერლიგის ოთხეულში ადგილის შენარჩუნებაა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი11/10/2026 | 07:53თითქმის იდეალური რე-სტარტი
აქეთურ-იქითური10/10/2026 | 09:18ზაბარნის ზამთარში გაყიდვას უპირებენ
მთავარი ამბავი10/10/2026 | 08:35ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!
აქეთურ-იქითური09/10/2026 | 08:25კვარა ლე მანთან სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?
