ესპანეთის სამეფო თასზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალმა” „ბარსელონასთან” 0:3 წააგო. სტუმრების ორი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა, ერთი კი რაფაელ ვარანს ჩაეჭრა თავის კარში. „რეალს” ჰქონდა საგოლე მომენტები, რომლებიც ვერ გამოიყენა, „ბარსამ” კი კლასი და შესაშური რაციონალიზმი აჩვენა.
თუმცა, ამჯერად თქვენს ყურადღებას ამ ისედაც ცნობილი და ალბათ ყველას მიერ პირდაპირ ეთერში ნანახი ამბის გამეორებაზე არ მოვაცდენთ. უბრალოდ, შეხვედრაში იყო ერთი საინტერესო დეტალი, უფრო სწორად შეძახილი, რომლის შესახებაც გვინდა მოგიყვეთ.
როდესაც სუარესმა მატჩის მესამე გოლი გაიტანა — ეს კი პანენკას სტილში შესრულებული პენალტით გააკეთა, — მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა თანაგუნდელებს ერთდროულად ბრაზითა და ცხადია ირონიით შესძახა: „მოდი ექვსი აღარ გავატანიონოთ”!
ჟურნალისტებს კი ეს შეძახილი აბა როგორ გამორჩებოდათ.