იტალიური პრესის ცნობით, რომამ ჩელსიში ათვალწუნებულ მაურიციო სარის სამსახური შესთავაზა. მწვრთნელი თუ ახალ წინადადებას დათანხმდა, რომაელები გუნდის საჭეს მომავალი სეზონიდან ჩააბარებენ.

ითქვა, რომ ლონდონიდან ასაბარგებლად გამზადებულ მწვრთნელს უკვე ორჯერ დაუკავშირდა რომას პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიმს პალოტტი, რომელის ახლობელმაც ისიც დასძინა, სეზონის ბოლოს რომადან არა მხოლოდ მწვრთნელი ეუსებიო დე ფრანჩესკო დატოვებს, მას სპორტულ დირექტორ მონჩისაც მიაყოლებენო.

ადრეც ითქვა, რომ ჩელსიში სარის დარჩენა – გათავისუფლების საკითხი უახლოეს ორ თამაშზე იქნება დამოკიდებული, ამათგან ერთს კი ლონდონური კლუბი შინ, ევროპა ლიგის პლეი ოფში შვედურ მალმიოსთან გამართავს.

წილი
წინა სტატიანავრატილოვამ, აი, დარდიო!
შემდეგი სტატიაჩელსის იმედი
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.