ირანის სახელმწიფო ტელევიზია მანჩესტერი-პსჟ შეხვედრას გადასცემდა.

მატჩის დაწყებამდე და მისი მსვლელობისას კი ეკრანზე მანკუნიანელთა ძველი ემბლემა ჩნდებოდა, რომელიც 1973 წლიდან არ გამოიყენება. საქმე იმაშია, რომ 1973 და მერე 1998 წლებში განახლებულ ლოგოებზეც ეშმაკის გამოსახულება ფიგურირებს.

ირანის კონსტიტუცია კი მედია ავალებს, თავი შეიკავონ დესტრუქციული ძალებისა და ანტიისლამური გამოვლინებებისაგან.

საუდელი მჭევრმეტყველი და მქადაგებელი ვაჰდი აკარი ბრძანებს, მუსულმანები მაქსიმალურად უნდა ერიდონ ეშმაკის, ასევე ანგელოსის და ლოცვის გამოსახულებებსო.

კაი, ბატონო, ირანის კონსტიტუცია ბრძანებს და მედია ემორჩილება, მაგრამ შარშან გაზაფხულზე იტალიური „რომა“ რაღა შუაში იყო? ამ გუნდის მონაწილეობით ერთ-ერთი მატჩის რეპორტაჟისას იმავე სახელმწიფო ტელევიზიამ ძველი ემბლემა ვერ მოიძია და კორექტივები არსებულში შეიტანა – რომის დამაარსებელი რემუსისა და რომელუსის გამზრდელ მგელს ძუძუები ემბლემაზევე გადაუდღაბნეს.

კონსტიტუციაში ამის შესახებ პირდაპირ არაფერი წერია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა…

წილი
წინა სტატიაიტალიელები ალყაში
შემდეგი სტატიავალვერდე ბარსაში რჩება
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".