ხუთშაბათ საღამოს „ნაპოლისა და „ციურიხის” ფანებმა მათი გუნდების ევროლიგის შეხვედრის წინ ქუჩაში იჩხუბეს. იტალიელი ჟურნალისტი კარლო ალვინო წერს, რომ ნეაპოლელები მასპინძელმა ფანებმა სტადიონ „ლეტციგრუნდამდე” დაახლოებით კილომეტრნახევრით ადრე ალყაში მოაქციეს.
ალვინო შვეიცარიელი ხულიგნების თავდასხმას ლაჩრულს უწოდებს. მან სოციალურ მედიაში დაწერა:
„ისინი იტალიურნომრიან მანქანებს გარს შემოერტყნენ და რბევა დაუწყეს. ეს ყველაფერი სტადიონიდან საკმაოდ შორს ხდებოდა”
ალვინოს თქმით ადგილობრივი პოლიცია ნელა და უილაჯოდ იქცეოდა. ქუჩის კამერებმა ჩხუბის დეტალები დააფიქსირა. ერთ-ერთი რაკურსით ისიც კი გამოჩნდა, რომ ზოგ ხულიგანს ხელში კეტი ეჭირა. დაიჭირა თუ არა პოლიციამ ვინმე ცნობილი არ არის.
„ნაპოლიმ” ციურიხში 3:1 მოიგო.