ფეხბურთის მონტე-კრისტოები

Home დავთარი ფეხბურთის მონტე-კრისტოები
ფეხბურთის მონტე-კრისტოები

ფრანგულმა „ეკიპმა“ მოიკვლია და გამოაქვეყნა ევროპის ტოპ-ლიგებში მოთამაშე ვარსკვლავების ხელფასები.

ბუნებრივია, თანხა ევროებშია მოცემული, ოღონდ ერთი დაზუსტებით: ეს ფეხბურთელთა სრული ხელფასია, რომელიც იბეგრება და სუფთა სახით გაცილებით ნაკლები რჩება. ამ მხრივ გამორჩეული საფრანგეთია, სადაც ყველაზე მაღალი გადასახადებია და თითქმის თანხის ნახევარს აღწევს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლეო მესი გახლავთ, რომელსაც ბარსელონაში ყოველ თვე 8.3 მილიონს უხდიან. მეორე ადგილზე მყოფ კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში” თითქმის ორჯერ ნაკლები ხელფასი აქვს – 4.7 მილიონი. მესამე „საპრიზო“ ადგილს 3.3 მილიონი ევროთი მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევი ანტუან გრიზმანი იკავებს.

ათეულში ასევე მოხვდნენ:

4. ნეიმარი (პსჟ) – 3.06
5. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 2.9
6. გარეთ ბეილი (რეალი) – 2.5
7. ფელიპე კოუტინიო (ბარსელონა)- 2.3
8. ალექსის სანჩესი (მანჩესტერი) – 2.28

9. კილიან მბაპე (პსჟ) – 1.73
10. მესუთ იოზილი (არსენალი) – 1.6

თავადაც შენიშნავდით, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადთა ათეულში 5 ესპანური ლა ლიგიდანაა, 2-2 საფრანგეთიდან და ინგლისიდან, კიდევ ერთი — იტალიიდან. სამაგიეროდ, ათეულში ადგილი არ მოიძებნა გერმანიის ბუნდესლიგის არცერთი წარმომადგენლისათვის. მომჭირნე და პრაგმატული გერმანელები ყველაზე მეტს ბაიერნელ რობერტ ლევანდოვსკის უხდიან — 1.37 მილიონი ევრო.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".