ფრანგულმა რადიო RTL-მა გამოკითხვა მოაწყო ნეიმარის ფინტაობის გამო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ  84 პროცენტის აზრით, ბრაზილიელს ზოგჯერ ზედმეტი მოსდის და მერე რაც მოსდის თავისივე ბრალია. 23 იანვარს „სტრასბურგთან“ სათასო მატჩში, იჯამბაზა და ისე მოარტყეს ფეხში, რომ  ტერფის ძვალი გაუტყდა და ორი თვით სამკურნალო გახდა.

თუ ფინტაობისას ფეხებში მოგხვდება, ნუ იწუწუნებო, უთქვამს სტრასბურგელ ანტონი გონსალვეშს იმ მატჩში ნეიმარისთვის.

„პარი სენ–ჟერმენმა“ რადიოს გამოკითხვა შეურაცხყოფად მიიღო და ლამის მიტინგი მოაწყო ფეხბურთელის მხარდასაჭერად. რადიოს საპასუხოდ კლუბის გვერდზე დაიდო ვიდეო ნეიმარის ჯამბაზობით და სათაურით: „არაფერი შეცვალო“, რასაც მოჰყვა ოფიციალური განცხადება: „ეს ფსევდო გამოიკითხვები მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ნეიმარის დარი ფეხბურთელები ჩვენი ჩემპიონატიდან წავლენ“.

NDI-ის ნეიმარის თაობაზე კვლევა ჯერ არ ჩაუტარებია.

წილი
წინა სტატიაცხოვრებაძე მონპელიეს უშინაურდება
შემდეგი სტატიაოლიმპიადა ძალოსნობის გარეშე?
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.