ორი კვირის წინათ, ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ო’ნილმა „ნოტინგემ ფორესტი“ ჩაიბარა და როგორც ბრიტანული მედია გვამცნობს – ოცნება აისრულა.

საქმე ის არის, რომ ო’ნილი იმ ლეგენდარული „ფორესტის“ ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბრაიან კლაფის თავკაცობით, ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი (1979, 1980).

ახლა კლუბის ბერძნული წარმოშობის მფლობელს, ევანგელოს მარინაკისს, კლუბისთვის ძველი დიდების დაბრუნება ჩაუფიქრებია და 25 მილიონი გირვანქაც უკვე დაუხარჯავს. მათ მიაჩნიათ, რომ ო’ნილი სწორედ ის კაცია, ვინც „მეტყევეებს“ ოდინდელ სულს დაუბრუნებს.

ვიდრე „მანჩესტერში“ გადავიდოდა, კინი სამი წლის განმავლობაში „ნოტინგემ ფორესტის“ ღირსებას იცავდა, 154 მატჩში 33 გოლი გაიტანა და ერთხელ კლუბის წლის ფეხბურთელადაც დაასახელეს. შემდეგ კი იყო 3,75 მილიონგირვანქიანი ტრანსფერი „მანჩესტერში,“ რომელიც მაშინ ბრიტანეთისთვის სარეკორდო თანხა გახლდათ.

ისე, საინტერსოა, წლები გადის და კინი ისევ ასისტენტობას რომ კისრულობს. ყველას გვახსოვს კინის თამაში. ის ნაღდი ლიდერი და ყოჩი იყო გუნდში, ჭეშმარიტი პირველკაცი. მწვრთნელობაში კი…

ჯერჯერობით დამოუკიდებელი კარიერის დაწყებას ვერ ბედავს. ისევ თანაშემწედ მივიდა.