რა ძალა ედგა?! დიდი მებრძოლი იყო რუსი ფიოდორ ემელიანენკო. იმდენად დიდი, რომ MMA-ს (შერეული ორთაბრძოლების) ჩემპიონი ლამის რუსეთის ცოცხალ სიმბოლოდ შერაცხეს. 2012-ში აქტიური სპორტიდან სამგამარჯვებიანი სერიის შემდეგ ღირსეულადაც წავიდა და… დაბრუნდა, რომ საქვეყნოდ შერცხვენილოყო.
როცა BELLATOR-ის ტურნირის ორგანიზატორებმა დაურეკეს, უპასუხა: „პუტინს უნდა დავეკითხო და ისე გადავწყვეტ“. ამით საკუთარ პერსონას გაუსვა ხაზი. იგივე განმეორდა წინასატჩო პრესკონფერენციაზე, როცა ჰკითხეს, რისთვის ჩხუბობო. „ჩემი სამშობლოს ღირსებისთვის“- იყო პასუხი.
სამშობლოს ღირსებას კი რაიან ბეიდერის ცაცია და 35 წამი ეყო, რის შემდეგაც ემილიანენკოს ექიმების დახმარება დასჭირდა გონზე მოსასვლლელად.
დროულად წასვლა დიდი ნიჭია. ალბათ, ჩხუბის ნიჭზე დიდი…