ATP ვაჟ ჩოგბურთელთა განახლებულ რეიტინგს მხოლოდ მომავალ ორშაბათს გამოაქვეყნებს, თუმცა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ოცეულს დატოვებს. ჩვენებურმა შარშანდელი ქულები კი დაიცვა, მაგრამ სხვათა ყოჩაღობის გამო ერთი საფეხურით მაინც ჩამოქვეითდება.

რეიტინგში ერთბაშად 7 ადგილით დაწინაურდა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი, რომელმაც მეოთხედფინალიღა დათმო ჩვენთვის კარგად ნაცნობ დიმიტრიოს ციციპასთან. ესპანელი მე-17 ადგილამდე აღზევდება. ნიკას გადაუსწრებს ბელგიელი დავიდ გოფინიც, თუმცა იმის გამო, რომ ბრიტანელი კაილ ედმუნდი ერთბაშად 15 საფეხურით დაქვეითდება ნიკა მხოლოდ ერთ ადგილს იზარალებს.

ავსტრალიაში კი საინტერესო სხვაც ბევრი ხდება. ციციპასის ამბავი უკვე მოგახსენეთ – კარიერაში პირველ სასლემო ნახევარფინალში გამოცდას რაფაელ ნადალს ჩააბარებს. 20 წლის ბერძენი 2007 წლის შემდეგ სლემტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტია. 11 წლის წინ ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა.

საამაყოდ აქვს საქმე სერენა უილიამსსაც, რომელიც ტურნირზე მე-16 ნომრად იყო განთესილი. სერენამ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი სიმონა ჰალეპი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. აბა, სერენას მეოთხედფინალი როგორ გაგვაოცებდა, სექტემბრის შემდეგ ეს მისი პირველი ტურნირი რომ არ ყოფილიყო. უმცროსი უილიამსი ერთბაშად იქცა ფავორიტად და თუ იმარჯვა, 24 სლემტიტულით ყველა დროის რეკორდსაც შესწვდება.

წილი
წინა სტატიაბელერინის ცხრათვიანი ტრავმა
შემდეგი სტატიაგაუჩინარება ლა მანშის ცაში
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".