უცნაურად დაიწყო ტოლიოში ხაცუ-ბაშო.
სუმოს ელიტის ექვსი წევრიდან ოთხი დამარცხდა და მათ შორის ჩვენი ლევან გორგაძეც.
ტოჩინოშინმა რვა დღის წინ თეძოს კუნთი დაიზიანა და ამ ბაშოზე შარშანდელივით ტრიუმფს ნამდვილად არ ველით.
ლევანის ამოცანა დადებითი ბალანსის დაფიქსირება იქნება. დღეს ლევანმა მეორე მაეგაშირა ჰოკუტოფუძის მიძალებას ვერ გაუძლო.
ხვალ ლევანის მეტოქე ნიშიკიგი იქნება, ვისთანაც აქამდე გამართული ოთხი შერკინებიდან ქართველმა სამში იმარჯვა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ბაშოს სტარტი უცნაური გამოვიდა. ტოჩინოშინის გარდა ოძეკებმა – გოეიდომ და ტაკაიასუმაც წააგეს. ეგ კი არა, დოჰიოდან იოკოძუნა კისენოსატოც განდევნეს. ინტრიგა უკვე არის. ვუქომაგოთ ლევანს და ვიმედოვნოთ, რომ შედეგი მოსალოდნელზე უკეთესი იქნება.