2015. კუხარსკი და ლევანდოვსკი

2018 წლის ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ „ბაიერნის” პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი თავის ერთგულ აგენტს ცეზარი კუხარსკის დაცილდა. კუხარსკი ის კაცია, რომელმაც ლევანდოვსკისთან ერთად გაიარა გზა პოლონეთის მეორე ლიგიდან „ბაიერნამდე”.

კუხარსკიმ პოლონურ გაზეთ „პილკანოჟნასთან” ინტერვიუში თავისი ყოფილი კლიენტის შესახებ ილაპარაკა და რამდენიმე საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

„რობერტს ბევრი შეთავაზება აქვს, — თქვა აგენტმა, — მაგრამ საქმე ის არის, რომ მის ცოლს ცოცხალი თავით არ უნდა საფრანგეთში ცხოვრება და ამიტომ „პარი სენ ჟერმენი” გამოირიცხა. რაც შეეხება ინგლისს, იქ გადასვლა თავადს რობერტსაც არ უნდა. ერთადერთი, რაც ცოლ-ქმარს სურს ესპანეთის მზეს მიფიცხება ანუ „რეალია”.

და რატომ არ გამოვიდა ლევანდოვსკის „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლიდან არაფერი? ამ კითხვაზე კუხარსკი ასე პასუხობს:

„ჩვენ შეგვეძლო „რეალში” გადასვლისთვის გვებრძოლა, მაგრამ არ იყო არანაირი გარანტია იმისა, რომ „რეალი” მას შეიძენდა ან ამ ხერხით „ბაიერნთან” უკეთეს კონტრაქტს გამოვკრავდით ხელს. მე კი ჩემი კლიენტების ბედით გარისკვა არ მიყვარს”.