წილი ნაყარია. ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-19 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კრისტოფერ იუბენქსთან შეხვედრით იწყებს. 22 წლის ამერიკელი რეიტინგის 171-ე ნომერია და წესით, ნიკას დიდი პრობლემები ვერ უნდა შეუქმნას.
ბასილაშვილი გამარჯვების შემთხვევაში სავარაუდოდ არგენტინელ გვიდო ანდრეოზიზე გავა. არგენტინელი 27 წლისაა და მე-80 ჩოგანია. შესაბამისად, ვერც დიდი წარმატებებით დაიკვეხნის. ორი წრე ნიკამ აუცილებლად უნდა გაიაროს იმისთვის, რომ შარშან ავსტრალიის ღიას მესამე წრეში გასვლისთვის მიღებული ქულები არ ჩამოაკლდეს. ეს ჩვენებურის პროგრამა-მინიმუმია და მერე… მერე ნამდვილი დიდი ჩოგბურთი დაიწყება.
სავარაუდოდ, მესამე წრეში უპრობლემოდ უნდა გავიდეს ბერძენი ნიკ კარგიოსი. 20 წლის ვარსკვლავი მე-15 ჩოგანია და თუ ლეგენდარილ ჯიმ კურიეს ვენდობით, ნებისმიერის დამარცხება ხელეწიფება.
და ბარემ, მერვედფინალზეც წავიოცნებოთ. იქ მომავალ მეტოქეს როჯერ ფედერერი დაელოდება..
ჯერ ეს ვიკმაროთ და ორშაბათიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გავხდეთ ნიკა ბასილაშვილის მორიგი წარმატების თანაზიარნი.