გერმანიასა და დანიაში ხელბურთის მსოფლიო პირველობა დაიწყო. ქებული ქალაქები: კოპენჰაგენი, ჰერნინგი, ბერლინი, ჰამბურგი, მიუნხენი და კიოლნი ოთხ ჯგუფად დაყოფილ 24 ნაკრებს მასპინძლობენ. ადრეც შეგვინიშნავს და გავიმეოროთ: ხელბურთი ევროპისაა და წლევანდელ ტიტულსაც ალბათ ბებერი კონტინენტის რომელიმე ნაკრები ირგუნებს. 2019 წლის ფინალურ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით მოხვდნენ დანია და გერმანია, “მწვანე ბარათით” – იაპონია და ყურადღება: კორეის გაერთიანებული ნაკრები. “მე უფრო დიდი ღილაკი მაქვს” – დაემუქრა დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ბელად კიმ ჩენ ინს და ამ უკანასკნელმა ღიმილს უმატა. კიმ ჩენ ინის ღიმილზე კი ბევრი რამ არის დამოკიდებული და პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადიდან მოყოლებული ერთიანი კორეის ნაკრებთა ფორმირება ერთგვარ მოდადაც იქცა. ხელბურთში კორეის ერთიანობა უფრო ანტურაჟისთვის გამოდგება, ვიდრე რეალობის ასახვისთვის: 16 სამხრეთელს ოთხი ჩრდილოელი დაუმატეს (ისე, ხელბურთის გუნდი 16 კაცისგან უნდა შედგებოდეს, მაგრამ რა წესს არ დაარღვევს კაცი კორეის ერთიანობის ხათრით) და გამოვიდა ვითომ ერთიანი, ნამდვილად კი სამხრეთ კორეის ნაკრები, რომელმაც წუხელ ბერლინში, “მერსედეს-ბენც არენაზე” ვაჟკაცურად იომა მასპინძელ გერმანიათან და 19:30 დამარცხდა. კიდევ, კოპენჰაგენში ჩემპიონატის თანამასპინძელმა დანიამ პირველივე ტაიმში მოუსპო იმედი ჩილეს (22:4) და მეორენახევარში ოდნავ სული მოათქმევინა (თამაში 39:16 დამთავრდა).

ეს და 17 იანვრამდე გასამართი თამაშების მოზრდილი ნაწილის შედეგები ძნელი განსაჭვრეტი არ იქნება, ხოლო პლეიოფში უეჭველად ვნახავთ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს, შარშანდელ ევროტიუმფატორ ესპანეთს და მსოფლიო ხელბურთის სხვა გიგანტებს გერმანიის, დანიის და ექს-იუგოსლავთა (სერბეთი, ხორვატია, მაკედონია) სახით.

დანიამ ჩილეს შემოუარა და გადაუარა
წილი
წინა სტატიანიკას გზა მელბურნში
შემდეგი სტატიასაქართველომ შესარჩევი მოგებით დაიწყო
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია