გამოჯანმრთელებული სერხიო აგუერო ფეხბურთს დაუბრუნდა და გოლიც გაიატა. როგორც ჩანს ის კარგ ფორმაშია და თან არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. ყვითელმა ინგლისურმა პრესამ არგენტინელი ვარსკვლავი უცნობ ლამაზმანთან ერთად ჩეშირის ერთ-ერთ რესორანში გამოიჭირა და ფოტოები საქვეყნოდაც გამოფინა.
ყვვითლები წერენ, როგორც ჩანს ქალ-ვაჟის ლანჩმა კარგად ჩაიარა იმიტომ, რომ სერხიო რესტორნიდან გაბადრული გამოვიდა და ფოტოგრაფს სიხარულით ხელიც აუწიაო.
შემდეგ მოდის დეტალური აღწერა, რაც ეცვა წყვილს ჰეილში მდებარე რესტორან „პიკოლინოში”, მიუხედავად იმისა, რომ ცნობას ფოტოები არ აკლია. წერია, აგუეროს ჯამაგირი კვირაში 250 000 გირვანქაა და რესტორანში ტრაპეზს ისეთს ვერაფერს დაუსვამდნენ გადახდა რომ გასჭირვებოდაო. შესულან კიდეც „პიკოლინოში” და გამოუკვლევიატ, რომ ლანჩის და ბინდბუნდის (ანუ სანამ დაღამდება) მენიუ მაქსიმუმ 23,50 დამჯდარიყო.
ამასობაში კი ახლოვდება დღევანდელი მატჩი „ლივერპულთან” სადაც „მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრები აგუეროსგან სულ სხვა ტიპის აქტივობას და წარმატებას ელიან.
შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო ხუთი წლის განმავლობაში დიეგო მარადონას შვილის ჯანინა მარადონას ქმარი იყო. წყვილი 2013 წელს დაშორდა ერთმანეთს. მათ ჰყავთ 9 წლის ვაჟი ბენხამენი.
ჯანინა მარადონას შემდეგ აგუეროს მეგობარი ქალბატონი არგენტინელი მომღერალი კარინა ტეხედა გახლდათ, რომელსაც ის (ან რომელიც მას) 2017 წლის შემოდგომაზე დაშორდა.