სუსხიან და საახალწლოდ გაპრანჭულ რუსთაველზე, რუსთაველისვე თეატრის წინ, ქართული საფეხბურთო საზოგადოება ნელ-ნელა იკრიბებოდა. ბევრი ცნობილი სახე დავლანდეთ. ვეტერანები, მოქმედები, ლეგიონერები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები…
ციოდა და ყველამ სითბოში შესვლა არჩია. იქ მათ სახელდახელო ფურშეტი ელოდათ. დაჯილდოება მცირე დარბაზში დაეგეგმათ და იმდენი ხალხი დაეპატიჟათ, ლამის ნახევარი ფეხზე დარჩა. ერთი მხრივ, ეს ცუდია. მეორე მხრივ კი სასიამოვნოა, როცა ქართული ფეხბურთისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტევა არ არის.
GFF AWARDS 2018-ზე წლის საუკეთესოები დაასახელეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ლიგის 10-ვე მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.
ღონისძიების ტრიუმფატორი, როგორც მოსალოდნელი იყო, 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე წელს, ეროვნული ნაკრების მაისურით შვიდ შეხვედრაში, ხუთი გოლი გაიტანა და უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენებს თითქმის ყველა თამაში ამ უნიჭიერესმა ყმაწვილმა მოაგებინა და მასზე პრიზიც ალალი იყო.
ადრე სფფ ერთ, საუკეთესო ფეხბუთელს ირჩევდა ხოლმე. ამჯერად კი უამრავი ნომინაცია იყო. კარგია, რომ ბოლო დროს ქალთა ფეხბურთსაც სხვაგვარად შეხედეს.
ახლა კი გამარჯვებულთა ჩაონათვალის ოფიციალური ნუსხა:
2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)
2018 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – გულნარა გაბელია (ბიიკ კაზიგურტი, ყაზახეთი)
2018 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)
2018 წლის სეზონის საუკეთესო გოლი – ვაკო ყაზაიშვილი (სან-ხოსე, აშშ)
2018 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ეროვნული ნაკრები)
2018 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი)
2018 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – სალომე გასვიანი (34 გოლი), (მართვე, ქუთაისი)
2018 წლის სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – ნათია დანელია (ლანჩხუთი)
2018 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი
გამორჩეულ 17 და 19-წლამდე ფეხბურთელებს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია გადაეცათ. მედლები თავად ბატონმა საშამ ჩამოარიგა.
17-წლამდელებში საუკეთესონი
ოქროს მედალი – ნიკა ტალახაძე (საბურთალო, თბილისი)
ვერცხლის მედალი – ლაშა კვარაცხელია (დინამო, თბილისი)
ბრინჯაოს მედალი – ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი)
19-წლამდე საუკეთესონი
ოქროს მედალი – ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი)
ვერცხლის მედალი – ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი)
ბრინჯაოს მედალი – ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი)
საფეხბურთო კლუბები, რომლებმაც აღნიშნული მოთამაშეების ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა ფულად ჯილდოს მიიღებენ.
ბრინჯაოს მედალი – 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი – 3 000 ლარი, ოქროს მედალი – 5 000 ლარი.
გამოავლინეს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოებიც:
2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი – გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საჩხერე), რომელიც ასევე 22 გატანილი გოლით, ბუდუ ზივზივაძესთან (დინამო, თბილისი) ერთად ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
2018 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე – როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
2018 წლის სეზონის საუკეთესო მცველი – მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი)
2018 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი)
2018 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი – ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი)
2018 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალო, თბილისი)
ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი – ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი – 24 გოლი)
ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი)
ასევე, დასახელდა ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები:
როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი; გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი), ოლეკსანდრ აზაცკი (ტორპედო, ქუთაისი), მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი); ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი), მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი), გიორგი დიასამიძე (საბურთალო, თბილისი), ვაგნერი (საბურთალო, თბილისი); გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საჩხერე), მიკოლა მოვტალიუკი (დილა, გორი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)
ეროვნული ლიგის გამორჩეულ ფეხბურთელს კოტე მახარაძის სახელობის პრიზი გადაეცა. ამ ჯილდოს პირველი მფლობელი გიორგი გაბედავა გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვით შედეგად 2017-2018 წლების საუკეთესო ფეხბურთელად მას-მედიამ მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველია დაასახელა