ალჟირელი ბაღდად ბუნეჯა ის კაცია, მესიზე მეტი, 60 გოლი რომ გაუტანია 2018 წელს. „ლესტერი“ კიდევ ის გუნდია, რომელსაც ალჟირელი ფორვარდის ყიდვა სურს და მის გადაბირებაზე მუშაობს.

ბუნეჯა 27 წლისაა, ყატარის „ალ სადში“ 2015-დან თამაშობს და 76 მატჩში 98 გოლი მიითვალა . ამ სეზონში ყატარის ჩემპიონატის 13 შეხვედრაში 26-ჯერ შეაგდო და აქედან 7 „ალ არაბის“ გაუტანა ერთ მატჩში.

ყატარის ჩემპიონატის დონე პრემიერლიგისგან კიდევ უფრო შორსაა, ვიდრე ყატარი ინგლისისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ბუნეჯა კარში კარგად უმიზნებს, სულ რაღაც 10 მილიონი გირვანქა ღირს და ამიტომაც გახდა „ლესტერის“და სხვა გუნდების სამიზნე.

ზაფხულში მისი ყიდვა ჩემპიონშიფის „ლიდსს“ უნდოდა, მაგრამ ალჟირელმა მაშინ იუარა, რადგან უკეთესი ხელფასი ვერ შესთავაზეს. თუ წავალ, უფრე მეტი უნდა მომცენ, ვიდრე „ალ სადში“ ვიღებო.

ყატარელი არაბები კი, ხურდებს რომ არ ითვლიან, ცნობილი ამბავია.

წილი
წინა სტატიააზარი დარჩება, მაგრამ… შეიძლება წავიდეს
შემდეგი სტატია2018 – გიორგი ჩაკვეტაძე
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.