„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „საუთჰემპტონის” შეხვედა 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, რომ პოლ პოგბა ვირუსია, რომელმაც მისი გუნდი დააავადა.

ინგლისური გაზეთები წერენ, რომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს საუთჰემპტონში, „სენტ მერის” სტადიონზე პირდაპირ გასახდელში, თანაგუნდელების თვალწინ შეუტია.

„მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოსული ხმების თანახმად სწორედ იქ უწოდა ჟოზემ პოგბას ვირუსის გამავრცელებელი.

„შენ იმ ვირუსიან ადამიანს ჰგავხარ, რომელიც ჩაკეტილ ოთახში დადის და სხვებს აავადებს, — უთქვამს მოურინიუს ფრანგისთვის და დაუყოლებია, — შენ არ თამაშობ, შენ თანაგუნდელებს პატივს არ სცემ, შენს გარშემო მყოფ პატიოსან ხალხს მუნტალიტეტს უფუჭებ”.