ბოლნისის „სიონის“ ნახევარმცველმა ალექსანდრე კოშკაძემ 442–ე მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში. ეს ჩვენს ჩემპიონატში რეკორდია. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა გივი დიდავას (441).
კოშკაძე 36 წლისაა. კარიერაში ბევრი კლუბი გამოიცვალა, იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანიც. სწორედ „დინამო“ იყო მისი კარიერის პიკი. საქართველოს ჩემპიონატში ყოველთვის წონიანი ფეხბურთელი იყო და არის კიდეც.
სხვათა შორის, კოშკაძეც და დიდავაც თბილისის „ამერის“ ყოფილი ფეხბურთელები არიან.