ბუენოს აირესში

„კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრა 9 დეკემბერს მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, საქართველოს დროით 23 საათსა და 30 წუთზე ჩატარდება!

„რივერ პლეიტისა” და „ბოკა ხუნიორსის” მეორე კონტინენტური დაპირისპირება ბუენოს აირესიდან 9600 კილომეტრით გადაიტანეს. მიზეზი: განრიგით დანიშნულ დღეს, „რივერ პლეიტის” ხულიგანმა ფანებმა „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსი დაარბიეს და ფეხბურთელები დაასახიჩრეს. არგენტინის პოლიციამ ვერც მაშინ შეძლო უსაფრთხოების დაცვა და როგორც ჩანს ვერც შემდეგ მისცა ორგანიზატორებს მდგომარეობის გაკონტროლების გარანტია. შესაბამისად შეხვდრის სხვაგან გადატანა გადაწყდა.

როგორც კი გაირკვა, რომ არგენტინელბი „სუპერკლასიკოს” შინ ვერ ატარებენ, მყისვე გამოჩნდა უცხოური ქალაქები, რომელთაც კონმებოლს (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) დახმარება შესთავაზეს. მათ შორის იყო იტალიური გენუა. მან არგუმენტად ისტორია მოიშველია და განაცხადა, რომ საპასუხო ფინალური მატჩის მათთან ჩატარება იმიტომ არის გამართლებული, რომ ორივე კლუბი გენუელი ემიგრანტების დაარსებულია.

ისტორიული სამართლიანობის საპირწონედ ფული მოიშველია ყატარმა და მატჩის დოჰაში ჩასატარებლად კონმებოლს 11 მილიონი ევრო შესთავაზა.

საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ გაიმარჯვა ფეხბურთის თვალსაზრისით ყველაზე აკადემიურმა და კლასიკურმა ქალაქმა, მადრიდმა.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით. „რივერ პლეიტისა” და „ბოკა ხუნიორსის” გულშემატკივრებს „სანტიაგო ბენრაბეუზე” თანაბარი რაოდენობის ადგილებს გამოუყოფენ.

საინტერესოა, რომ „ბოკამ” კონმებოლს მიმართა წინადადებით, ლიბერტადორესის თასი ყოველგვარი თამაშის გარეშე პირდპირ გადაეცათ „რივერ პლეიტისთვის”. არის თუ არა ეს შეთავაზება ცინიკური, ყველამ თავად განსაჯოს. ფაქტია, რომ ის არ მიიღეს.

პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა.

„რივერ პლეიტი” ხულიგანთა საქციელის გამო 350 000 ევროთი დაჯარიმდა.