იტალიის ქალაქმა გენუამ „რივერ პლეიტსა” და „ბოკა ხუნიორსს” თავი ლიბერტადორესის თასის საპასუხო შეხვედრის ჩატარების ადგილად შესთავაზა. მიზეზი: ორივე არგენტინული კლუბი ფესვებით გენუას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ „სუპერკლასიკოდ” წოდებული ბუენოს აირესის დერბი ამ შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბს გასცდა და კონტინენტური შეჯიბრების ფინალის სახით მოგვევლინა. პირველ შეხვედრაში „ბოკამ” და „რივერმა” 2:2 ითამაშეს, საპასუხო კი ვერ გაიმართა, რადგან „რივერ პლეიტის”...
ქართული ძიუდო ჩაიცუცქა
დღეს არ ვაპირებდი დაწერას. ხვალ იყოს – ემოციები ოდნავ მაინც რომ ჩაცხრება მეთქი. ვერ ჩაცხრა! ძილიც არ გამეკარა! ქართველმა ძიუდოისტები ერთმანეთს დაერივნენო. ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენესო. ოსაკაშიო. ძიუდოს სამშობლოში გრანდ სლემზე ჩასულებმა ვისაც არ დაეზარა, ყველას აბურთავებინეს თავი, კინკილა მედალიც ვერ მოინაგრეს და ერთმანეთი კი სცემესო! ჯერ ინფორმაცია არაოფიციალურია, მაგრამ ვეჭვობთ, რომ ფედერაციის საყვარელი ფრინველი...
ვერავინ გაიგო, რა თქვა ბაიერნის მწვრთნელმა
„ბილდმა” შეიტყო: ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში „ბენფიკასთან” შეხვედრის წინ „ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ფეხბურთელები შეკრიბა და გაუგებარი სიტყვა თქვა. ის რომ „ბაიერნი” შეკრებას და პრინციპულ ლაპარაკს გეგმავდა კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დიუსელდორფის „ფორტუნასთან” 3:3-ის შემდეგ საჯაროდ თქვა, ასე რომ ამაში მოულოდნელი არაფერი იყო, მაგრამ ამ შეკრების შინაარსი ფართო საზოგადოებისთვის ცხადია უცნობი გახლდათ. გუნდის კრება კვირას,...


