33 წლის ბრიტანელი როს ედგლი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დიდ ბრიტანეთს ცურვით შემოუარა. მან საერთო ჯამში 2 879 კილომეტრი გაცურა.

მოცურავემ წყალში 157 დღე გაატარა და ამ დროის განმავლობაში ხმელეთზე არც ერთხელ არ ასულა. ეს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი საზღვაო გაცურვაცაა. როს ედგლი დღეში საშუალოდ 12 კილომეტრს ცურავდა. 157-დღიანი გაცურვისას სპორტსმენმა 500 ათასი კალორია დაწვა, რის აღსადგენადაც სპეციალისტებმა მას კვების სპეციალური პროგრამა შეუდგინეს, რომლის მთავარი ინგრედიენტიც ბანანი იყო.