სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი კვლავ მსოფლიოს პირველი ჩოგბურთელია. ეს მას მერე გაირკვა, რაც რაფაელ ნადალი პარიზის ტურნირიდან მოიხსნა. ჯოკოვიჩმა წელს ორი უმსხვილესი ტურნირი, უიმბლდონი და US Open-ი მოიგო.
პარიზის ტურნირიდან მოხსნამ რაფაელ ნადალის წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობაც ეჭვქვეშ დააყენა. ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურზე 2016 წლის 31 ოქტომბრის მერე არ ყოფილა. სერბის ანგარიშზე ჯამში ATP-ს ტურნირებზე მოპოვებული 72 ტიტულია, რითაც მოქმედი ჩოგბურთელებიდან ჯოკოვიჩი მხოლოდ ნადალს და ფედერერს ჩამორჩება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
