- აი, ფინალიც მოვიდა. კიდევ არ უყურებ მსოფლიოს ჩემპიონატს?
- ეჰ, ახლა კი მომინდა ყურება, მაგრამ პარიზში მე ვერ წავალ და…
- პარიზში რა გინდა? ტელევიზორშიც აჩვენებენ.
- ეჰ…
- რა ეჰ…
- ეჰ, ტელევიზორში ვინ გაჩვენებს ფეხბურთს?
- რატომ?
- ბრაზილია ხომ თამაშობს დღეს?
- აბა როგორ.
- ჰოდა ტელევიზორში სულ ტრიბუნაზე დასკუპებული სუზანა ვერნერს გვაჩვენებენ.
- ეგ ვინ არის?
- აბა შენა ხარ. ეგ არის მთავარი, რონალდოს გოგოა.
- მე მეგონა ვინმე პლატინის მდივანი იყო.
- მდივანს ლოჟაში რა უნდა? საბჭოთა საქართველო კი არ არის?
- ისე, გივარშის ყურებას კი ჯობია იმ სუზანას ყურება.
- მაშინ ფეხბურთი რაღა შუაშია?
- ეჰ, ძველებურად პროვოკაციის გზას ადგახარ.
- მე? მე დღეს ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი.
- რატომ?
- იმ ჯიგრის კაცი არა ვარ, რომ წკიპურტი დამკრან და ტირილით წავიქცე.
- ეგ რა შუაშია? ვინც ეგრე იქცეოდა, ყველა გავარდა.
- ჯერ ყველა არ გავარდნილა.
- შენ რა, ტურამი სიმულიანტი გგონია?
- შენ რა ჟუნიორ ბაიანო ფეხბურთელი გგონია?
- აა, გამოტყდი? ფრანგების მხარეს ხარ.
- არავითარ შემხთვევაში. ფრანგები საერთოდ არ უნდა იყვნენ ფინალში.
- რატომ?
- ჩილავერტის შემლოცავის ჯიგარი რომ დავხიე, იმიტომ. იმას რომ კარგად შეელოცა მედალიონზე, ფრანგები ვერ მოუგებდნენ.
- სერიოზული კაცი მგონიხარ…
- მე ნუ გგონივარ სერიოზული კაცი. სერიოზული კაცი ბლატერია.
- მიხარია, რომ შენგან მესმის ეს სიტყვები ამ სასიქადულო მოღვაწის შესახებ.
- ეჰ, იცი სად არის მაგის ადგილი?
- საპატიო ლოჟაში.
- აბა შენა ხარ. მე სხვა საპატიო ლოჟას მოვუძებნიდი.
- სად?
- მოედანზე. ბოლო პენალტი უნდა დავარტყმევინო მაგას ფინალში, მერე ვნახოთ.
- როგორ?
- როგორ და გოლი ხომ მაინც არ გავა და პენალტების სერიაში მაგას ჩავსვამდი დუნგას მაგივრად.
- ეგრე კაცის გაწირვა როგორ შეიძლება?
- ფეხბურთის მაყურებელ კაცს გაწირვა და ღალატი გაგიკვირდა?
- ვინ გაწირეს?
- გაჩუმდი.
- ვიცი, ვიცი, ჩამოთვლი ჭაღაროსან ხალხს.
- გაჩუმდი.
- მარადონა, ხომ?
- ბლატერზე უარესი ხარ.
- და გაზა?
- გაზასგან რა გინდა?
- გაზაც ხომ გაწირეს.
- იმიტომ არიან სახლში.
- გაზა უშველიდა?
- ბეტიმ ხომ უშველა.
- შენთან ლაპარაკი არ შეიძლება.
- წადი და ემე ჟაკეს ელაპარაკე.
- მე ველაპარაკო ემე ჟაკეს?
- დღეის შემდეგ შენს მეტი მაინც არავინ დაელაპარაკება.
- ესე იგი ბრაზილია მოიგებს?
- ბრაზილია მოიგებდა, მაგრამ კაცი აკლია.
- ვინ, რომარიო?
- არა, პელე.
12.07.1998