არაფერ შუაშია ჩვენი პიროვნული დამოკიდებულება. რუსი ფანების ქცევა რომის მეტროს ესკალატორმაც ვერ აიტანა…
ინციდენტი ჩემპიონთა ლიგის „რომა“-ცსკას მატჩამდე ცოტა ხნით ადრე მეტროს სადგურ „რეპუბლიკაში“ მოხდა.
მთვრალმა რუსმა ფანებმა ესკალატორზე ხტუნვა დაიწყეს, რამაც მისი მოწყვეტა გამოიწვია. თითქოს გაშმაგდაო, ისეთი სისწრაფით დაქანდა ესკალატორი. მეტროს თანამშრომლებს ორი წუთი მაინც დასჭირდათ სანამ გაიგებდნენ, საერთოდ რა მოხდა.
რუსული კლუბის შვიდი ფანი სერიოზულად დაშავდა, ხუთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ოცამდე რუსი კი ადგილზე დახმარებით შემოიფარგლა.
ესკალატორის არ იყოს რუსები არც „რომამ“ დაინდო უკვე მოედანზე და 3:0 დაარბია.