„მსოფლიოში ყველაზე უაზრო შეჯიბრება” — ასე შეამკო ცოტა ხნის წინ ქართველების მოწონებული ერთა ლიგა „ლივერპულის” გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ამ დღეებში კი ახალი ენერგიით შეუტია მას:
„მე მიყვარს დიდი შეჯიბრებები, მაგრამ ხანდახან სიჩქარე უნდა გამოცვალო. ერთა ლიგა კარგი იდეაა, ოღონდ სხვა სპორტში. ფეხბურთში მისთვის ადგილი არ არის”.
რასაკვირველია, კლოპის უკმაყოფილება სანაკრებო წყვეტით არის განპირობებული. მისი წამყვანი ფეხბურთელების ნაწილი ეროვნულ გუნდებში იყო გამოძახებული, რის გამოც, გერმანელისთვის მნიშვნელოვან თამაშს, „ლივერპულსა” და „ჰადერსფილდს” შორის შესაძლოა გადაღლილები შეხვდნენ.
ინგლისელებისთვის თავისი პოზიცია კარგად რომ აეხსნა, კლოპმა ბრიტანელი მოკრივის მაგალითი მოიტანა:
„გინდათ ენტონი ჯოშუას ყოველ საღამოს ბრძოლა რომ ჰქონდეს? ეს ხომ შეუძლებელია”.