დაირხა ჭორი, რომ „ბაიერნის” შეფობა პრეს-კონფერენციას გეგმავს. თემა: არსენ ვენგერი და „რეკორდმაისტერი” ანუ მართალია თუ არა, რომ ფრანგი ბავარიელთა თავკაცი გახდება.
ბოლო დღეებში „არსენალის” ყოფილ თავკაცს „ბაიერნთან” ძალიან ინტენსიურად აკავშირებენ. ამბობენ იმასაც, რომ მართალია ინიციატივა „ბაიერნს” ეკუთვნის, მაგრამ ვენგერიც მზად არის მოლაპარაკებისთვის ანუ სამსახურით დაინტერესებულია.
„ლე პარიზიენი” წერს, რომ 68 წლის მწვრთნელმა ფრანგულ პრესას განუცხადა: „მე მზად ვარ მუშაობა განვაახლო, ოღონდ… ინავრიდან”.
„ბილდი” წერს დღეს, პრეს-კონფერენციას ბავარიელთა მხრიდან ჩაატარებენ პრეზიდენტი ული ჰიონესი, თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი.
ბოლოს, როდესაც ამ სამეულმა ერთად მოაწყო პრეს-კონფერენცია, „ბაიერნში” ული ჰიონესი დააბრუნეს. ზაფხულში ვეტერანმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა და „რეკორდმაისტერის” თავკაცის თანამდებობაზე ის ნიკო კოვაჩმა შეცვალა.
კოვაჩისთვის სამწუხაროდ, „ბაიერნს” ახალ სეზონში ცუდი სტარტი აქვს და ბუნდესლიგის ცხრილში 7 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზეა.