საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ჯერ 13 ოქტომბერს თბილისში ანდორასთან, 16-ში კი ლატვიასთან რიგაში. როგორც ჩანს, ზეგ საღამოს რვაზე ტრიბუნები ან სავსე იქნება, ან ბევრიც არ დააკლდება. ბილეთები ბლომად იყიდება. მართალია, მეტოქე ბაყბაყდევი არაა, მაგრამ ზედიზედ ორი მოგების მერე, მოლოდინი დიდია.

უცნაურია, მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილზე სწორედ ანდორაა ორი ფრით. უსწრებს ყაზახეთსა და ლატვიას, ჩვენ კი ოთხი ქულით ჩამოგვრჩება. მოკლედ, ჩვენ თუ არ მოვიგონეთ, ამ ჯგუფში პირველი ადგილი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

სასექტემბრო თამაშებთან შედარებით, დაგვაკლდებიან ლევან მჭედლიძე, გიორგი ქვილითაია და გიორგი პაპუნაშვილი, ხოლო დაგვემატა ჯანო ანანიძე. ამასთან, ვლადიმირ ვაისმა პირველად გამოიძახა ლუკა ზარანდია.

ვაისის სიაში მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდია, ისიც “ანორთოსისში” პრაქტიკამოკლებული ნიკა კაჭარავა. არ გამოვრიცხოთ, ვაისმა ნომინალური ფორვარდის გარეშე ააწყოს თამაში და ამდენი შემტევი ნახევარმცველიდან ერთი გაუშვას ცრუ ცხრა ნომერზე. მაგალითად, ვაკო ყაზაიშვილი ან თორნიკე ოქრიაშვილი.

ანდორაზეც: მართალია, ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მდებარეობს, მაგრამ სულ დაცვაში დგას. მკვეთრად დაცვითი ნაკრებია, ბევრ გოლს არ უშვებს. ასეთებთან, როგორც წესი, სწრაფი გოლია მისწრება. დაგვხატავდა. ისე, წლეულს ანდორას არ წაუგია, რაც მართლაც უცნაურია. თუმცა ორი აზრი არ არსებობს – უნდა მოვიგოთ!

მეკარეები: გიორგი ლორია (უკლუბოდ), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

წილი
წინა სტატიაპოგბა ვარსკვლავს მისწვდა
შემდეგი სტატიანადალი მალიორკას ალაგებს
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ