- ესე იგი, ჩაახუტეს ზიდანს?
- უკეთესს ვის ჩაახუტებდნენ?
- მე მაინც იმის მხარეს ვარ, ბიჭის.
- ბიჭისთვის ჯერ ადრეა. ბიჭის დრო მოვა.
- რაღა ადრეა, ორჯერ ხომ იყო.
- მოიცა, შენ რომელ ბიჭზე ამბობ?
- ბიჭი ერთია, რონალდო.
- ჰმ…
- რა, ჰმ?
- რონალდო რაღა ბიჭია? ბიზონია, ბიჭი კი არა.
- ბიზონი კარსტენ იანკერია, რონალდო როგორაა ბიზონი?
- ყოველ შემთხვევაში ბიჭიც არ არის.
- აბა ვინ არის ბიჭი?
- შენ კარგად იცი ვინც.
- ვინ? ვინ?
- ვინ და ბიჭი, ჩესტერში რომ დაიბადა და ლივერპულში რომ თამაშობს.
- ეეე…
- რა “ე”?
- ემაგას ხომ გააფუჭებენ.
- საიდან მოიტანე?
- დაათრობენ. ისინი ყველას ათრობენ.
- დაათრობენ, რა არსენაა?
- არსენა რა შუაშია?
- არსენაც ეგრე გააფუჭეს. დაათვრეს და ხელფეხი შეუკრეს.
- ყველას ათრობენ.
- ესე იგი, ოუენი ფარსადან ბოდბისხეველის შვილების ნათლიაა?
- რონალდო რომ უკეთესია, უარობ?
- დღეს?
- არა საერთოდ.
- საერთოდ ეს იგი, გუშინ?
- შენთან ლაპარკს აზრი არა აქვს.
- მე რომ რონალდო ვყოფილიყავი და წელს გამემარჯვებინა, სიცრხვილით სახლიდან არ გამოვიდოდი.
- და რივალდო.
- რივალდო რომ ვყოფილიყავი, გამოვიდოდი სახლიდან.
- აბა, ზიდანი რაღა შუაშია?
- შუაში კი არა, თავშია. რივალდო ხომ თითქმის ზიდანია,ზიდანი კი თითქმის რივალდო?
- ვითომ?
- ვითომ კი არა, ეგრეა.
- მერე აქედან რა გამოდის?
- ის გამოდის, რომ ზიდანმა რომ გაიმარჯვა, ერთგვარად რივალდოც გამარჯვებულია.
- ბარემ რივალდოს გაემარჯვა.
- არ შეგვჭამეს ამ ბრაზილიელებმა? თითქმის გაგამარჯვებინე რივალდო გვერდით ამოვიყენე, მეტი რა გინდა?
- ჟუნინიოს ფეხი არ მოსტეხოდა…
- ეგრე შმეიხელი რომ ერთი წლით ახალგაზრდა იყოს…
- რა?
- რა და “მანჩესტერ იუნაიტედი” ლიგას მოიგებდა.
- ამით იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ შუკერი დაუმსახურებლად აღაზევეს?
- შუკერი ვინ არის?
- ვითომ არ იცის.
- ვიცოდი ერთ დროს.
- ახლა…
- ახლა, კაცს რომ მორიენტესი ამოაგდებს სასტავიდან, მე აღარ ვცნობ.
- თვითონ მორიენტესიც ამოაგდეს. სავიო…
- მორიენტესზე დახურდავდი, არა?
- და გაზა?
- რა, გაზა?
- ათი წელიწადია, გაზაზე ხარ დახურდავებული.
- გაზა არ ხურდავდება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ნიჭი არ ხურდავდება.
- ეგრე არა.
- თქვენი წამალია ზიდანი.
- წამალი?
- თავით, თავით, ფეხი არც გაუქნევია.
26.12.1998