“სამსახურებრივ მივლინებაში” ბიუჯეტის ხარჯზე არგენტინული სუფთა ჰაერით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით სუნქავს. დელეგაციის ხელმძღვანელობის უმთავრესი ფუნქციის პატიოსნად შესრულებისა კი რა გითხრათ – საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს (3X3) სლოვენიასთან ტექნიკური წაგება ჩაეთვალა გამოუცხადებლობის გამო!

დელეგაციის ხელმძღვანელთა პირველადი ვერსიით, თურმე საცობში მოხვდნენ. დავიჯეროთ? სტუმარი გუნდის მიყვანა არენამდე ორგანიზატორთა ვალია და უპატრონოდ ჩვენებს არავინ მიატოვებდა. უფრო სარწმუნოდ არგენტინასთან აკლიმატიზაციის და მაღვიძარას ვერგაგონების ვერსია გვეჩვენება. რაო, მაგალითი არ გვაქვს თუ რა?! დავით ხახალეიშვილი ოლიმპიადაზე ფავორიტად რომ ჩავიდა და წინა ღამეს ნარდის თამაშს გადაყოლილმა დელეგაციის მეთაურებმა აწონვაზე რომ ვერ მიიყვანეს, ჩვენები არ იყვნენ?

13 000 ათას კილომეტრს რომ იფრენ და მერე 7 კილომეტრში ნაკრებს დარბაზამდე ვერ მიიყვან, როგორ გაპატიო?! ათობით ათას დოლრად მარტო შენი სელფები რომ დარჩება შთამომავლობას, როგორ გაპატიო?! ჩვენი სპორტსმენები მარცხისთვის თამაშის გარეშე რომ გაწირე, როგორ გაპატიო?! შენ რომ სამსახურში დაგტოვებს და მსოფლიოს მუქთად და ქვეყნის საზიანოდ მოგანავარდებს, იმ შენს შეფს როგორ ვაპატიო?! მანამ კი ისუნთქეთ ბუენოს აირესი.

 

წილი
წინა სტატიაბედნიერი და ბედნიერი ედენ აზარი
შემდეგი სტატიანაკრებიდან ციხეში?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".