ახალი ვარიანტი უკვე გახდა განხილვის საგანი.
ემბლემიდან გაქრება წარწერა FCB და შიდა შავი ხაზები. როგორც ინიციატორები ამბობენ, ეს ვერსია გაცილებით ერთგვაროვანია, ჰარმონიული და მკვეთრი.
კლუბის წევრთა შეკრება 20 ოქტომბრისთვისაა დანიშნული. თუ ცვლილება დამტკიცდა, „ბარსელონას“ მაისურებზე ემბლემა 2019-2020 წლების სეზონიდან ამოიქარგება.
დღემდე „ბარსელონას“ ათი ემბლემა ჰქონდა, მოქმედი ვარიანტი კი 2002 წლიდანაა ძალაში.