1988 წლის შემდეგ პირველად – ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს.
ეს ამბავი ახლახან, უეფას აღმასკომის სხდომაზე გახდა ცნობილი. გერმანიის კონკურენტი თურქეთი გახლდათ, თუმც იმთავითვე თვლიდნენ, რომ მათ გამარჯვების მიზერული ექნებოდა. კანდიდატი ქვეყნები პრეზენტაციის შემდეგ, რომლიც ფილიპ ლამმა წარადგინა, ცხადი გახდა, რომ კონტინენტის პირველობა გერმანიას დარჩებოდა.
შეგახსენებთ, დიდი საფეხბურთო ფორუმი გერმანიამ ბოლოს 2006 წელს მიიღო – მსოფლიო ჩემპიონატი.
ევროპის ის ჩემპიონატი კი რომელიც გერმანიაში 30 წლის წინ ჩატარდა, ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებითა და სსრკ ნაკრების კარში მარკო ვან ბასტენის წარმოუდგენელი სილამაზის გოლით დამთავრდა. ჰოლანდიამ სსრკ 2:0 დაამრცხა.
შეგახსენებთ, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 12 ქვეყანაში იქნება გადანაწილებული. მატჩებს ინგლისის „უემბლი“, გერმანიის „ალიაც არენა“, იტალიის „სტადიო ოლიმპიკო“, აზერბაიჯანის „ოლიმპიური“, რუსეთის „კრესტოვსკი“, რუმინეთის „არენა ნაციონალი“, ირლანდიის „ავივა“, ჰოლანდიის „ამსტერდამ არენა“, ესპანეთი „სან მამესი“, უნგრეთის „ფერნც პუშკაშ სთედიუმი“, შოტლანდიის „ჰამპდენი“ და დანიის „პარკენი“ უმასპინძლებს.