აზერბაიჯანის დედაქალაქში დაწყებულ მსოფლიოს პირველობას იმედთან ერთად გარკვეული სიფრთხილითაც ველოდით.
ბოლო პერიოდში ჩვენ ძიუდოში მთლად კარგად ვერაა საქმეები, მაგრამ ბაქოური სტარტი ურიგო არ გამოდგა.
60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინასშვილმა მალაველი ნდამუს, ბულგარელი გერჩიევის, მასპინძელი საფაროვის და ბრაზილიელი ტაკაბაცაკეს ბარიერები ისე დაძლია, ოქროს მედლისთვისაც კი შევემზადეთ.
სამწუხაროდ, ნახევარფინალური ბარიერი ამირანისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა. რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძემ პაპინაშვილს სძლია და იმედად ბრინჯაო დაგვიტოვა. არადა ფინალი ძალიან ახლოს იყო, მშვიდობაძემ პაპინაშვილს სულ ბოლო წამს გაუთანაბრა და დამატებით დროში „ოქროს ილეთით“ აჯობა. მესამე ადგილისთვის ბოძებული შანსი კი ჩვენებურმა აღარ გაანიავა და კიდევ ერთი მასპინძლის – ჰუსეინოვის ძლევით მსოფლიოს მედალოსანი შეიქნა.
მეორე ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ბულგარელი ალიაჩევი კი დააიპონა, მაგრამ მერე იაპონელ ნაგაიამას ვერაფერი მოუხერხა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
სტარტი ურიგო არ არის და ვულოცავთ ამირანს, ჩვენი სხვა ბიჭებისაც არანაკლები გვეიმედება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
