ბარსელონაში, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ქუჩაში ჩხუბით გაიხსნა: „ბარსასა” და პსვ-ს ფანებმა ერთმანეთისთვის მუშტები არ დაინანეს. ფოტოები და ვიდეოკადრები მოსახლეობამ აივნებიდან გადაიღო. ბრძოლაში მხარეები იყენებდნენ ყველაფერს: სკამებს, მაშხალებს და ასე შემდეგ.

პრესა წერს, კიდევ კარგი ეს საომარი განწყობილება სტადიონზე აღარ გადავიდაო. თამაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს. ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს იყო არგენტინელის კარიერაში მერვე ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგაში.

მეოთხე გოლი (რიგით მეორე) ოსმან დემბელემ შეაგდო.