იკერ კასილიასი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-20 სეზონს ატარებს. 37 წლისაა და ჩემპიონთა ლიგში უკლებლივ ყველა სეზონი ჩაატარა. აი, 18 წლის რომ იყო და მადრიდის „რეალში“ პირველად ითამაშა, იქიდან მოყოლებული წელიწადი არ ჩაუგდია ლიგის გარეშე.
იკერი ახლა „პორტუს“ მეკარეა, „შალკესთან“ მატჩი კი მისთვის ლიგაში 168-ე გამოდგა და ეს უკვე ყველა დროის რეკორდია.
კარიერის უდიდესი ნაწილი კი უდიდესმა მეკარემ „რეალში“ გაატარა და სალიგო ტიტულებიც ბლომად მოიპოვა.
თანაც, ვისაც მისი თამაში ახსოვს დაგვეთანხმება – მაშინაც კლდესავით იდგა კარში და არც ახლა დაეწუნება რამე…