ფრანგული პსჟ-ისა და ბრაზილიის ნაკრების ვარკვლავმა ნეიმარმა რატომღაც ინგლისური პრემიერლიგის მიმოხილვა და კლუბების საჩემპიონო შანსებზე საუბარი გადაწყვიტა.
„რაიმეს წინასწარ განჭვრეტა ძნელია, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ რომ წელს ინგლისურ პრემიერლიგას „სიტი“ მოიგებს. მეორე ადგილზე „მანჩესტერი“ გავა, მესამეზე კი „ჩელსი“. სავარაუდოდ, ოთხეულის კიდევ ერთი წევრი „ტოტენჰემი“ იქნება. რაც შეეხება „ლივერპულს“, არა მგონია, ამ კვარტეტს კონკურენცია გაუწიოს“ – განაცხადა ბრაზილიელმა.
რა რჯიდა ბრაზილიელს მკითხაობას, რომელიც ფეხბურთში ოდითგან უმადური საქმეა. ალბათ ის, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი პსჟ-ის თანაჯგუფელია და ამ ფორმით მეტოქის ნერვებზე წაითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ლივერპულის“ და პსჟ-ის მეტოქეები „ნაპოლი“ და „ცრვენა ზვეზდა“ არიან.