ტოკიოში გასამართ აკი ბაშომდე ბევრი აღარ დარჩა. საუკეთესო სუმოისტების შერკინებები 9 სექტემბრიდან დაიწყება, მანამ კი გოლიათები საწვრთნელ ბრძოლებს მართავენ.
ჩვენმა ლევან გორგაძემ საწვრთნელ დუელში სეკივაკე კისენოსატო გამოიწვია. შეგახსენებთ: ეს ის კისენოსატოა, ივლისში ტრიუმფით რომ მოიგო იმპერატორის თასი. მეტოქენი სულ შვიდჯერ შეეჯახნენ ერთმანეთს და ქართველმა ოძეკიმ ჯამში 5:2 მოიგო.
გუშინვე გამოქვეყნდა სუმოს ახალი ბანძუკე, ანუ რეიტინგი. მას სათავეში სამი დიადი ჩემპიონი და სამიც ოძეკი უდგანან.
ტოჩინოშინი ტოკიოში დასავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იასპარეზებს.
ამ ისტორიაში კი ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ლევანმა ტრავმა მოიშუშა და ტიტულის დასაცავად მზადაა.